The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როინ ხიჯაკაძე

როინ ხიჯაკაძე
Date of birth:14 June, 1976  (48 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელ ვარძია, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1999 წელს.

1999-2000წწ. იყო ქალაქ თბილისის ადვოკატი; 2000-2004წწ. საქართველოს დამცველთა ასოციაცია, პრეზიდენტი; 2004-2005წწ. საქართველოს ანტიკორუფციული ცენტრი, სამართლის ექსპერტი; 2007–2009წწ. "საერთაშორისო მუდმივმოქმედი არბიტრაჟი", თავმჯდომარე; პოლიტიკური გამოცდილება: 2005 -2006წწ. საქართველოს კონსერვატიული პარტია, იურისტი; 2006 წელი - საარჩევნო ბლოკის - "დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი" წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში; 2006-2007წწ. პოლიტიკური გაერთიანება "ხალხის პარტიის"დამფუძნებელი, პოლიტიკური საბჭოს წევრი, იურიდიული სამსახურის უფროსი; 2008 წელი გაერთიანებული ოპოზიციიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში; 2009-2011წწ. პოლიტიკური ბლოკი "ეროვნული საბჭო" - იურიდიული მდივანი; 2009 წელი - საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციის პროპორციული სიით; 2010 წელი - თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი; 2011- 2012წწ. - სარჩევნო ბლოკ "ქართული ოცნების" ცენტრალური შტაბის იურისტი, წარმომადგენელი სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში. ადვოკატი.

წყარო: გაზეთი "ჩემი ხარაგაული": chemikharagauli.com


Share: