შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სეტემან შარვაშიძე![]()
ბიოგრაფიააფხაზთა მთავარი დაახლოებით 1620-1635 წლებში, მისი ასული თამუნია ცოლად ჰყავდა სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანს, რომელიც თავის სიმამრთან და მამია გურიელთან ერთად იმერეთის მეფე გიორგი III-ს ებრძოდა. ლევან II დადიანმა თამუნიას ღალატი დასწამა, ცხვირი და ყურები დააჭრა და მამას მიუბრუნა. განრისხებულმა სეტემანმა მარბიელი ლაშქრობა მოაწყო სამეგრელოს წინააღმდეგ, მაგრამ მარცხი განიცადა და 1626 წელს იძულებული გახდა დაზავებულიყო. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 10, თბ., 1986.-გვ.689
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |