The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეილაშ შარვაშიძე

Other name:ქელეშ-ბეი
ქეილაშ აჰმედ-ბეგი შარვაშიძე
Date of birth:17??
Date of death:18??
Category:Nobleman, Historical Person

Biography

აფხაზეთის მთავარი XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან 1808 წლამდე. მანუჩარ შარვაშიძის შვილი. ახალგაზრდობაში მძევლად იყო სტამბოლში, სადაც ისლამი მიიღო. 70-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში დაბრუნდა. თურქთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო ბიძა ზურაბ შარვაშიძე და ტახტს დაეუფლა. ოსმალებმა ქეილაშ შარვაშიძე სოხუმის ფაშადაც დანიშნეს და ყოველწლიური ჯამაგირიც დაუნიშნეს. ენერგიულად იბრძოდა მთავრის ხელისუფლების გაძლიერებისათვის და ამ საქმეში წვრილ და საშუალო თავადაზნაურობას ეყრდნობოდა. მოახერხა ბევრი მსხვილი ფეოდალის დამორჩილება. იბრძოდა სამეგრელოს სამთავროს წინააღმდეგ. 1803 წელს, სამეგრელოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ქეილაშ შარვაშიძე შეეცადა აფხაზეთის შეეყვანას რუსეთის მფარველობაში. 1806 წელს თავისთან შეიფარა სულთანის მოწინააღმდეგე, ტრაპიზონის ფაშა და ამით ოსმალეთს დაუპირისპირდა. ოსმალებმა იარაღის ძალით რომ ვერ შეძლეს მისი დამორჩილება, შეთქმულება მოუწყვეს მისი უფროსი შვილის ასლანბეი შარვაშიძის მეთაურობით, რომელმაც მოკლა მამა და თვითონ გახდა აფხაზეთის მთავარი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ.,1986.-გვ.688


Share: