The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჩარკვიანი თაკო

ჩარკვიანი თაკო
ოფიციალური სახელი:ჩარკვიანი თამარ
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტოპიანო განყოფილობა 1986 წელს.

1986-2005წწ. საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტი, საავტორო გადაცემის ავტორი, წამყვანი და მუსიკალური რედაქციის მთავარი კოორდინატორი, პუბლიცისტი, ავტორი და წამყვანი გადაცემებისა – "კოლაჟი" და "მუსიკალური შეხვედრები"; 1987-2012წ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სპეციალურ მუსიკალური სკოლის საფორტეპიანო კათედრის პედაგოგი; 1995 წელს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" პირველად გამოქვეყნდა მისი მოთხრობები; 2008 წელს გამოიცა მისი პუბლიცისტური წერილებისა და მოთხრობების პირველი კრებული – "რა ჟამს აღსდგე ძილისაგან"; 2009 წელს, ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად მან დააფუძნა გაზეთი "ქართული სიტყვა"; შპს "მორკინალის" – ვიცე-პრეზიდენტი (2012); 2012-2015წწ. შპს "პირველი საავადმყოფოს" – დირექტორის მოადგილე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2020 წლიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლმენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური პარტია "კანონი და სამართალი", თანადამფუძნებელი (2019-)
  • ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი "ოქროს ფრთა", პრეზიდენტი (2008-2011)
  • საარჩევნო ბლოკი "სტრატეგია აღმაშენებლი", თანადამფუძნებელი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი (2022-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის უფრაქციო პარლამენტის , წევრი (2021-2021)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: