შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ღონღაძე![]()
ბიოგრაფიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს-პროფესორი. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ეხება ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა ბიოსტრატიგრაფია და პალეონტოლოგია; მის კალამს ეკუთვნის სამოცამდე სამეცნიერო სტატია, მათ შორის, ერთი მონოგრაფია; 1968 წლიდან კითხულობს ლექციებს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებთან გეოლოგიის არაერთ საგანში. გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.157; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა: elibrary.sou.edu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |