შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი. დაპატიმრებამდე იყო სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული რუსთაველის სახ. ინსტიტუტის სწავლული მდივანი; უპარტიო, ბრალად ედებოდა: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, ჯაშუშურ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1936 წლის მაისიდან, მას მერე, რაც გადაიბირა აწ უკვე გასამართლებულმა ხალხის მტერმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა კ. შ. ორაგველიძემ, რომელიც ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ორგანიზაციას; ბრალდებული იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში, აბამდა მათ კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობაში; იყენებდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას რუსთაველის ინსტიტუტის სწავლული მდივნის თანამდებობაზე და პირადად ეწეოდა მავნებლურ ძირგამომთხრელ საქმიანობას; თავი დამნაშავედ ცნო; მხილებულია, ასევე, გ. ბ. ჯანელიძის ჩვენებებით; გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა: დახვრეტა. წყარო: სსრკს რეპრესიების მსხვერპლთა ღია სია: ge.openlist.wiki; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |