Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ჟვანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მინიჭებული აქვს სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი და არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის დოქტორის ხარისხის კანდიდატი. არის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის სტიპენდიანტი (სტენფორდის უნივერსიტეტი, კალიფორნია, აშშ); მინიჭებული აქვს დემოკრატიის მმართველობისა და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამის (BRIDGE) სრული ფასილიტატორის სერტიფიკატი; საჯარო სამსახურში კარიერული საქმიანობის დაწყებამდე თამარ ჟვანია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი იყო, სადაც ევროკავშირის პროექტების ფარგლებში შექმნა და დანერგა საარჩევნო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკის განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით; ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED); 2011-2012წწ. იყო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის უფროსი მენეჯერი ნიგერიაში, მანამდე კი — NDI-ის საარჩევნო კონსულტანტი ბანგლადეშში; 2013 წლის 11 სექტემბრიდან არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა და ასევე იმყოფებოდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ფარგლებში 2014 წლის აშშ-ს არჩევნებზე; არის არაერთი ნაშრომის ავტორი: მას მომზადებული აქვს სადამკვირვებლო ანგარიშები 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში; ასევე იგივე ორგანიზაციისთვის 2005 წლის პარლამენტის შუალედური და განმეორებითი არჩევნების ანგარიშები; 2006 წელს მას მომზადებული აქვს ანგარიში ადგილობრივ არჩევნებზე; არის 2002 წლის ISFED-ის ანგარიშების თანაავტორი, ადგილობრივი თვითმმართველობის და პარლამენტის არჩევნებზე; არის არაერთი სტატიისა და საინფორმაციო ბუკლეტის ავტორი არჩევნების მართვის, ხელმისაწვდომობის, ინფორმაციის საჯაროობის საკითხებზე, ISFED-ის გაზეთის - "სამოქალაქო საზოგადოების" 7 და ამავე სახელწოდების ჟურნალის 3 გამოცემის რედაქტორი და ამავე გაზეთში გამოცემული სხვადასხვა ნაშრომის ავტორი. წყარო: ცსკო: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია: cesko.ge; feminism-boell.org Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |