The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია დობორჯგინიძე

მაია დობორჯგინიძე
Date of birth:2 May, 1978  (46 years)
Category:Actor/Actress, Educator, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი, პროფესორ შალვა გაწერელიას ჯგუფი 1999 წელს; 2001-2003წწ. გაიარა ამავე უნივერსიტეტის ასისტენტურა-სტაჟირების კურსი, მსახიობის ოსტატობის კათედრაზე, პროფესორ შალვა გაწერელიასთან; 2010 -2012წწ. სწავლობდა მაგისტრატურაში დრამის რეჟისურაზე პროფ. ა. ვარსიმაშვილის ჯგუფში; დოქტორანტურა დრამის რეჟისურაზე პროფ. ა. ვარსიმაშვილის ჯგუფში.

სამუშაო გამოცდილება: 2000-2017წწ. "თავისუფალი თეატრის" მსახიობი; 2003-2009წწ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პროფესორ შალვა გაწერელიას ასისტენტი; 2003 წელს ამავე უნივერსიტეტის პედაგოგი მსახიობის ოსტატობის კათედრაზე; 2004 წელს ამავე უნივერსიტეტის უფროსი პედაგოგი სამსახიობო ოსტატობის კათედრაზე; 2006-2008წწ. ასისტენტ- პროფესორი, თეატრტალური უნივერსიტეტის, სამსახიობო ოსტატობის კათედრაზე; 2012 წლიდან არის "თავისუფალი თეატრის" რეჟისორი; 2014-2017წწ. იყო რეჟისორის ასისტენტი ანდრო ენუქიძის ჯგუფში; რეჟისორის ასისტენტი თემურ ჩხეიძის ჯგუფში (2017); ტელევიზია: 2006-2016წწ. მუშაობდა ტელეკომპანიაში  "იმედი"; იყო სერიალის  "შუა ქალაქში" მსახიობი; ტელეკომპანია "რუსთავი 2"  სერიალ "ალუბლების ქუჩა" მსახიობი; განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალმა "შუა ქალაქში"; 2010 წელს შედგა მისი რეჟისორული დებიუტიც; თავისუფალ თეატრში დადგმული სპექტაკლები: "თაფლობის თვე" (2010), "ვიზიტი ფსიქოლოგთან" (2014), "რომეო+ჯულიეტა= ?" (2016), "ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს" (2017); ნათამაშები სპექტაკლები თავისუფალი თეატრში: "კომედიანტები", "სურამის ციხე", "ბინა ყიფშიძის ქუჩიდან", "ძმები","ვარიაციები პატრიოტიზმის თემაზე", "ბავშვის თვალებით", "იდიოტოკრატია", "დონ ჟუანი", "ვოიცეკი"; ფილმოგრაფია: "მიცვალებულთა კუნძულზე" (ადელი - პოლკოვნიკის ქალიშვილი და მერძევე გოგონა, რეჟ. თეიმურაზ კვანტალიანი 2003); კინოსა და თეატრის მსახიობი, მსახიობ გოგა ბარბაქაძის მეუღლე.

წყარო: amp.ka.shops-net.comtafu.edu.ge


Share: