The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ბოსიკაშვილი

ზურაბ ბოსიკაშვილი
Date of birth:1951  (74 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1973 წელს; ასპირანტურა - 1977 წელს.

1978-1994წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის საპრობლემო ლაბორატორია, წამყვანი მეცნიერ-მუშაკი; 1994-2006წწ. - ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების სამეცნიერი-კვლევითი ლაბორატორია, ლაბორატორიის გამგე; 1995-1999წწ. - ჯორჯიან კარდი, თბილისი, კონსულტანტი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, სისტემების დამმუშავებელი; 1999-2004წწ. - საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, თბილისი, მსოფლიო ბანკის ექსპერტი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, სასამართლო სისტემის ინფორმატიზაციის საკითხებში; 2004-2005წწ. - ევრო გაერთიანების პროექტი, თბილისი, ექსპერტი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, პენიტენციალური სისტემის ინფორმატიზაციის საკითხებში; 2007-2008წწ. - კომპანია UGT, პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების ქვედანაყოფის უფროსი; TBC ბანკი, ანალიტიკოსი; 2009-2015წწ. - კომპანია UGT, პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების არქიტექტორი; 1993 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სრული პროფესორი. კვლევის თემა: მდგომარეობის სივრცეში კომბინატორული ამოცანების ამოხსნის ევრისტიკული მეთოდების დამუშავება. გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო ნაშრომი. მართვის პროცესების ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.177; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: is.gtu.ge

Bibliography


Share: