The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ გიორგაძე

თენგიზ გიორგაძე
Date of birth:2 May, 1958  (66 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1980 წელს; 2003 წელს სარეჟისორო ფაკულტეტი.
1979 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია; რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: ზურიკო (თ. ჭილაძე, "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", რეჟ. რ. სტურუა); სევერიან ისიანი ("რეკვიემი", ლიტერატურულ-დრამატული კომპოზიცია, რეჟ. ა. ვარსიმაშვილი);
სტუდენტი (მ. შატროვი, "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე", რეჟ. რ. სტურუა); კოტე (ა. ცაგარელი, "ხანუმა", რეჟ. რ. სტურუა); კუკური დიხამინჯია (ნ. წულეისკირი, "ძველი სამრეკლო", რეჟ. გ. გეგეჭკორი); ელიზბარ ერისთავი (გ. ბათიაშვილი, "შეთქმულება", რეჟ. გ. ქავთარაძე); კაენი (მ. ჯავახიშვილი, "კვაჭი კვაჭანტირაძე", რეჟ. ა. ვარსიმაშვილი); სასიძო (ფ. გ. ლორკა, "სისხლიანი ქორწილი", რეჟ. მ. სვირავა, ლ. წულაძე); ჯიმი (რ. იბრაგიმბეკოვი, "დაკრძალვა კალიფორნიაში", რეჟ. რ. სტურუა); ლუციუსი (უ. შექსპირი, "ტიტუს ანდრონიკუსი", რეჟ. ა. ვარსიმაშვილი); ფრედი ("საშობაო სიზმარი", ჩ. დიკენსის მოთხრობის მიხედვით, რეჟ. რ. სტურუა, ლ. წულაძე, ო. ეგაძე); ედგარი (უ. შექსპირი, "მეფე ლირი", რეჟ. რ. სტურუა); ბენკო (უ. შექსპირი, "მაკბეტი", რეჟ. რ. სტურუა); იჩო (გრ. რობაქიძე, "ლამარა", რეჟ. რ. სტურუა); ლორდი ნორფოლკი (ფ. შილერი, "მარიამ სტიუარტი", რეჟ. გ. კაპანაძე); ოთია (რ. კლდიაშვილი, "შორაპნელი ქალბატონები", რეჟ. მ. კუჭუხიძე); კორნელიუსი, ბერნარდო, ოსრიკი (უ. შექსპირი, "ჰამლეტი", რეჟ. რ. სტურუა); ბაკური (ო. ჭილაძე, "წათეს წითელი წაღები", რეჟ. გ. ლორთქიფანიძე); ვაჟა (თ. ჭილაძე, "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო", რეჟ. რ. სტურუა); პოლიციელი, მოხუცი ლოველასი (ლ. ბარტი, "ოლივერ!", ჩ. დიკენსის "ოლივერ ტვისტის" მიხედვით, რეჟ. დ. საყვარელიძე); გრიგოლი (რ. ჰარვუდი, "მოხუცი ჯამბაზები", რეჟ. გ. კაპანაძე); ბატონი ბრუსკონი (თომას ბერნჰარდი, "სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher", რეჟ. ქრისტიან  პაპკე); დიდებულები - კონკია (რეჟ. რობერტ სტურუა); მონაწილეა სპექტაკლებისა: "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III", "სამიდან ექვსამდე", "ბედნიერი ბილეთი",  "თოლია", "კონცერტი ორი ვიოლინოსათვის", "ას ერგასის დღე", "შუშანიკის წამება", "პეპო", "ცხოვრება სიზმარია", "იაკობის სახარება", "შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ", "ბედი ქართლისა"; გადაღებულია ფილმებში: "მამაკაცები და სხვები", "ჩიორა", "მაგრამ რა მერე?!"; 1967-1968წწ. მუშაობდა გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი: rustavelitheatre.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის არქივი: web.archive.org


Share: