შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა წითლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2007 წელს; ბალტიის საერთაშორისო აკადემიის სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა 2009 წელს; ფსიქოლოგიისა და მენეჯმენტის ბალტიის სკოლა ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სპეციალობით 2011 წელს. 2007-2010წწ. საქართველოს საელჩო ლატვიაში, თანაშემწე; 2011-2012წწ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფროსი სპეციალისტი; 2014-2017წწ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; 2017-2020წწ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.
წყარო: საქართველს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |