The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ყურაშვილი

თამაზ ყურაშვილი
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1960 წელს, ასპირანტურა 1965 წელს.

1960-1967წწ. იყო ტყიბულის მაღაროთსამმართველოს სამედიცინო-სანიტარიული ნაწილის ექიმი, რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი, რუსთავის საქალაქო საავადმყოფოს ექიმი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, ლაბორანტი; 1967 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, განყოფილების ხელმძღვანელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ცაგერის საარჩევნო ოლქიდან, საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 350; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომისია, წევრი (1990-1991)

გააზიარე: