Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეონა ქუმსიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა სიონი, თიანეთის მუნიციპალიტეტი. 2007–2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივლებზე: "ხევსურული საღამო" და "არტგენი"; 2007 წელს ანსამბლ "შავნაბადა"-სთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე თურქეთში; სახელი გაითქვა თავისი უნიკალური ხმითა და მუსიკალური კომპოზიციების შესრულებით; გამოცემული აქვს სოლო ალბომები: 2005 წელს - "პირიმზე", 2009 წელს - "მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული"; 2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა; ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა; კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად; კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც; ყოველი წლის 27 იანვარს იმართება თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო; ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი; იყო ანსამბლ "სიონის ზარების" სოლისტი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.321-322; pc-pdx.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |