The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან კინწურაშვილი

ქეთევან კინწურაშვილი
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა – ინჟინერ ტექნოლოგი, 1984 წელს; ქუთაისის კვებისა და ფარმაცევტული მრეწველობის ინსტიტუტი, ფარმაცია, მისი ეკონომიკა და ორგანიზაციის ფაკულტეტი, სპეციალობა – ფარმაცევტ–მენეჯერი 2007 წელს.

1984-1985წწ. - ჩაის მრეწველობის წულუკიძის საწარმოო გაერთიანება, ცვლის ტექნოლოგი; 1985-1986წწ. - სოხუმის რაიონი, გულრიფშის რაიონული პურკომბინატი N1, პურსაცხობის ლაბორანტი, ცვლის ტექნოლოგი; 1986-1987წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ასპირანტი და სახელშეკრულობო თემის N02/86 ლაბორანტი; 1987-1991წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სახელშეკრულობო თემის N 011 უფროსი ლაბორანტი ტ.მ.კ.; 1991-1994წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგიის კათედრის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი; 1994-1997წწ. - სსმს–ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1997-2006წწ. - სსმს-უნივერსიტეტის სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგიისა და კვების საწარმოების მანქანათმცოდნეობის კათედრის დოცენტი; 2006-2009წწ. - სსმს-უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო პროდუქტთა ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2009-2011წწ. - სრული პროფესორი; 2011 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტი, სპეციალისტი; 2011-2015წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგარული ფაკულტეტის სუბტროპიკული კულტურების პროდუქტთა ტექნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2015 წლიდან - პროფესორი. 92 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კვლევის თემა: თამბაქოს ფერმენტაციის პროცესის ინტენსიფიკაცია და სრულყოფა. ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.200; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "ტურიზმი მშვიდობისა და განვითარებისათვის“, წევრი
  • აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: