The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხოჯევანიშვილი

გიორგი ხოჯევანიშვილი
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1985  (40 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეცილობით სამართალმცოდნეობის ბაკალავრი 2006 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალობით სამართალმცოდნეობის მაგისტრი 2008 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2016 წელს.

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტი (2006); 2008-2010წწ. კომუნიკაციის ეროვნული კომისიის უფროსი იურისტი; 2010-2013წწ. სასჯელაღსრულებისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 2013-2018წწ. შპს მაგთიკომის იურიდიული განყოფილების უფროსი; 2018-2020წწ. შიდა ქართლის გუბერნატორი; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის  პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2021)

გააზიარე: