შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ელიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი. 1915-1917წწ. მოხალისედ იბრძოდა რუსეთის არმიაში I მსოფლიო ომის ოსმალეთის, გერმანიის, ავსტრიისა და რუმინეთის ფრონტებზე; 1916 წელს დრისის 317-ე ქვეითი პოლკის რიგებში იყო პრაპორშჩიკად და დაიჭრა; 1917 წლიდან შტაბს-კაპიტნის ჩინით მეთაურობდა ასეულს მე-3 ქართულ მსროლელ პოლკში; 1918 წლის აპრილში მონაწილეობდა სამეგრელოში ბოლშევიკთა მიერ მოწყობილი ამბოხების ჩახშობაში; ფოთის სახალხო გვარდიამ თავის ხელმძღვანელად აირჩია; 1918 წლის ივნისში აფხაზეთში ბოლშევიკური გამოსვლების დროს ახალ ათონთან დაამარცხა 1000-მდე მეამბოხე; დაიღუპა მთებში უკანდახეულ მოწინააღმდეგესთან შეტაკებაში; ოფიცერი. წყარო: შალვა ნესტორი ძე ელიაძე //თეატრი და ცხოვრება .- 1918.- 7 ივლისი.-№10.- გვ. 11 (dspace.nplg.gov.ge); amp.ka.shops-net.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |