The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ჯანაშია

თეიმურაზ ჯანაშია
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობა 1993 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა 1999 წელს.

1987-1989წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური, ასეულის ზემდეგი; 1994-1996წწ. პირადი დაცვის სამმართველოს მე-3 გან-ის საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურებისა და მნიშვნელოვან პირთა დაცვის ოფიცერი; 1996-1998წწ. პირადი დაცვის სამმართველოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირთა გან-ის უფროსი ოფიცერი; 1998-1999წწ. პირადი დაცვის სამმართველოს საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირთა დაცვის პირველი ქვედანაყოფის უფროსი; 1999-2000წწ. პირადი დაცვის სამმართველოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირთა დაცვის გან-ის უფროსი; 2000-2001წწ. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის პირველი ცვლის უფროსი; პირადი დაცვის სამმართველოს სახელმწიფო მინისტრის დაცვის უფროსი (2000); 2001-2004წწ. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მე-2 ცვლის უფროსი (განყ-ის უფროსის მოადგილე); 2004-2009წწ. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსი; საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე (2004); 2009-2010წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; 2010-2012წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; 2012-2013წწ. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია". 2007 წელს მიღებული აქვს სამკერდე ნიშანი - "სდსს დამსახურებული თანამშრომელი".

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2021-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", წევრი (2020-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 2007 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"

გააზიარე: