Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან კოტეტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1983წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მყარი სხეულების ფიზიკის კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი; 1982 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკის კათედრა, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი. საერთაშორისო ჟურნალ Journal of Pharmaceutical and Applied Chemistry სარედაქციო საბჭოს წევრი; 2015 წლიდან - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საავტორიზაციო საბჭოს წევრი; 2011 წლიდან - საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში და საქართველოში განხორციელებულ პროექტებში; საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ, აგრიუნი და ილიაუნი) წარმომადგენელი იულიხის კვლევით ცენტრში და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში; 2012 წლიდან - იულიხის კვლევითი ცენტრისა (გერმანია) და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი პროგრამების ავტორი და კოორდინატორი ("ქართულ-გერმანული სკოლა" და "შემოდგომის ლექციები") საქართველოში; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სალექციო კურსები ზოგად ფიზიკაში და სამედიცინო ფიზიკაში (ქართულ და ინგლისურ ენებზე); საბაკალავრო პროგრამის "საინჟინრო ფიზიკა" და სამაგისტრო პროგრამის "სამედიცინო ფიზიკა" ხელმძღვანელი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სარედაქციო კოლეგიის წევრი. სამეცნიერო ნაშრომების და სახელმძღვანელოების ავტორი. რადიოფიზიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.203; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.189 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |