Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორ ჯაფიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დაბა, ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1949 წელს. ვიქტორ ჯაფიაშვილი უგამოცდოდ ჩაირიცხა ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში, ხიდებისა და გვირაბების მშენებელ ინჟინერთა სპეციალობაზე 1941 წელს; 1945 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, სადაც როგორც პროფესორ ევგენი ხარაძის სტუდენტმა და მოსწავლემ მომავალ პროფესიად ასტრონომია აირჩია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთვარის ზედაპირის აგებულების გამოკვლევა ელექტროპოლარიმეტრული გაზომვებით", დაიცვა 1955 წელს, რომელიც 1957 წელს გამოიცა მონოგრაფიის სახით; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მთვარის პოლარიმეტრული ატლასის შექმნა და მისი გამოყენება მთვარის ზედაპირის ფიზიკური თვისებების შესასწავლად", დაიცვა 1988 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შტერნბერგის ასტრონომიულ ინსტიტუტში (სამეცნიერო მოხსენების სახით). წყარო: აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: observatory.iliauni.edu.ge; youtube.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.213 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |