The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ ლანჩავა

ომარ ლანჩავა
Date of birth:14 October, 1946  (78 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, სპეციალობა - სამთო მანქანები და კომპლექსები, კვალიფიკაცია - სამთო ინჟინერ-მექანიკოსი, 1969 წელს; 1975 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა, სპეციალობა: ნახშირის, მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა დამუშავება და ექსპლუატაცია.

1970 წლიდან - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი, უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, სექტორის გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, მთავარი სპეციალისტი; 2000-2005წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი (შეთავსებით); 2005 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სრული პროფესორი; 2003-2009წწ. - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემია (კონტრაქტით); 2003-2011წწ. - რუსთავის სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესორი, მიწვეული სრული პროფესორი. სამეცნიერო ინტერესები: მიწისქვეშა ნაგებობების თბოფიზიკური გაანგარიშება; ბუნებრივი და ხელოვნური მიწისქვეშა სივრცეების აეროლოგია; საგანგებო სიტუაციების მართავა; შრომისა და გარემოს დაცვა. 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. რუმინეთის ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის JOURNAL OF ENGINEERING SCIENCES AND INNOVATION (JESI) რედკოლეგიის წევრი; ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიწვეული ექსპერტი (საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტი). სამთო ინჟინერ-მექანიკოსი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ტენქნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.205-206; გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი: mining.org.ge

Member of Organizations

  • მსოფლიო გზების ასოციაცია, წევრი
  • რუმინეთს ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემია, საპატიო წევრი (2020-)

Bibliography


Share: