Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იასე რაჭველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაილეთი, ოზურგეთის რაიონი. სოფლის ერთკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მასწავლებელმა ბესარიონ ჭიჭინაძემ რაჭაში წაიყვანა, სადაც დაამთავრა სკოლა. იყო ერთ-ერთი არალეგალური ორგანიზაციის წევრი, რომელიც შემდეგ ჟანდარმერიამ დახურა. იასე რაჭველი გურიაში გადავიდა, ეწეოდა ეთნოგრაფიულ მუშაობას, დააარსა ამხანაგობა "გეორგია". არალეგალური საქმიანობის გამო, პოლიციისაგან თავის დაღწევის მიზნით ემიგრაციაში ოსმალეთში წავიდა. შეისწავლა თურქული და ბერძნული ენები; იმოგზაურა საფრანგეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. აგროვებდა ეთნოგრაფიულ მასალებს და რაჭველის ფსევდონიმით პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "დროება", "ივერია", "კვალი". არის რომანების, მოთხრობებისა და პოემების ავტორი: "მეექვსე ნომერი", "რაშია ბედნიერება ფერი ფერსა", "მადლი ღმერთსა", "მარიანა", "უმანკო მსხვერპლი", "მართალი კაცი" და სხვ. 1904 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თბილისის თვითმმართველობასთან კონტრაქტი დადო გზების მოპირკეთებასთან დაკავშირებით, ქვები უცხოეთიდან შემოჰქონდა, შემდეგ კი გელათთან, სოფელ კურსებიდან იღებდა. 1907 წელს კონცესიით აიღო მუხრანის ხიდის რკინის კონსტრუქციის მშენებლობა, თუმცა ვალდებულება ვერ შეასრულა. ამის შემდეგ საცხოვრებლად ლაგოდეხში გადავიდა, სადაც დაიწყო ხელნაწერი ჟურნალის "ჰერეთის" გამოცემა. გარდაიცვალა 1919 წელს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბაილეთში, მოგვარის, ფირალ ნიკოლოზ მეხუზლას გვერდით. წყარო: მწერლის გახსენება : [ი. რაჭველის დაბადების 120 წლისთავი] / შ. ზაქარიაძე // ლენინის დროშა. - მახარაძე, 1980. - 4 სექტემბერი.-გვ.4 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |