The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასე რაჭველი

იასე რაჭველი
ოფიციალური სახელი:იოსებ მეხუზლა
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:1919  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ბაილეთი, ოზურგეთის რაიონი
კატეგორია:მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაილეთი, ოზურგეთის რაიონი.

სოფლის ერთკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მასწავლებელმა ბესარიონ ჭიჭინაძემ  რაჭაში წაიყვანა, სადაც  დაამთავრა სკოლა. იყო ერთ-ერთი არალეგალური ორგანიზაციის წევრი, რომელიც შემდეგ ჟანდარმერიამ დახურა. იასე რაჭველი გურიაში გადავიდა, ეწეოდა ეთნოგრაფიულ მუშაობას, დააარსა ამხანაგობა "გეორგია". არალეგალური საქმიანობის გამო, პოლიციისაგან თავის დაღწევის მიზნით ემიგრაციაში ოსმალეთში წავიდა. შეისწავლა თურქული და ბერძნული ენები; იმოგზაურა საფრანგეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. აგროვებდა ეთნოგრაფიულ მასალებს და რაჭველის ფსევდონიმით პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "დროება", "ივერია", "კვალი". არის რომანების, მოთხრობებისა და პოემების ავტორი: "მეექვსე ნომერი", "რაშია ბედნიერება ფერი ფერსა", "მადლი ღმერთსა", "მარიანა", "უმანკო მსხვერპლი", "მართალი კაცი" და სხვ. 1904 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თბილისის თვითმმართველობასთან კონტრაქტი დადო გზების მოპირკეთებასთან დაკავშირებით, ქვები უცხოეთიდან შემოჰქონდა, შემდეგ კი გელათთან, სოფელ კურსებიდან იღებდა. 1907 წელს კონცესიით აიღო მუხრანის ხიდის რკინის კონსტრუქციის მშენებლობა, თუმცა ვალდებულება ვერ შეასრულა. ამის შემდეგ საცხოვრებლად ლაგოდეხში გადავიდა, სადაც დაიწყო ხელნაწერი ჟურნალის "ჰერეთის" გამოცემა. გარდაიცვალა 1919 წელს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბაილეთში, მოგვარის, ფირალ ნიკოლოზ მეხუზლას გვერდით.

წყარო: მწერლის გახსენება : [ი. რაჭველის დაბადების 120 წლისთავი] / შ. ზაქარიაძე // ლენინის დროშა. - მახარაძე, 1980. - 4 სექტემბერი.-გვ.4

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1902-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: