შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ონიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი. 1968 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე; ხელმძღვანელობდა მაღალტემპერატურული სინთეზის პრობლემურ ლაბორატორიას, ხოლო ბოლო წლებში, მთლიანად მასალათმცოდნეობის მიმართულებას, მასალათმცოდნეობის განყოფილების უფროსის რანგში. 130-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. განსაკუთრებულია მისი დამსახურება საქართველოში თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის (თმს) დანერგვა-გავრცელების საქმეში. თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის მეცნიერულ კონცეფციას საფუძვლად უდევს მყარი რაკეტული საწვავის კვლევის დროს აღმოჩენილი მოვლენა - მყარალიანი წვა, რომელიც ფართო მეცნიერული წრეებისათვის 1978 წელს გახდა ცნობილი. თმს მეთოდით შესაძლებელია მასალათმცოდნეობის მრავალი, ადრე გადაუჭრელი პრობლემის მოგვარება. 2004 წლიდან, თმს საერთაშორისო კომიტეტის უცვლელი წევრი და ამ სამეცნიერო მიმართულების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი მსოფლიოში. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტში დაპროექტებული და აგებულია სპეციალური ორიგინალური მოწყობილობა-დანადგარები თმს პროცესის სხვადასხვა პირობებში ჩასატარებლად; სინთეზირებულია სრულიად ახალი სალი შენადნობები; პირველადაა მიღებული მანგანუმის საწარმოო ნარჩენებიდან (მანგანუმის მტვერი, შლამები და სხვა) მანგანუმით გამდიდრებული ლიგატურები. ამ საკითხს მისი თაოსნობით სპეციალური მონოგრაფია მიეძღვნა, რომელიც 2018 წელს გერმანიაში დაისტამბა ინგლისურ ენაზე; მისივე ხელმძღვანელობით ინსტიტუტში მიღებულია ინტერმეტალიდების უნიკალური თვისებების მქონე ერთფაზიანი ნაერთები, მათ შორის, ნანოსტრუქტურულ მდგომარეობაშიც. აღსანიშნავია, რომ არსებული ტექნოლოგიებით მსგავსი პროდუქტების მიღება შეუძლებელია. ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მასალათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.223; ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |