Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ სილაგაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი, სპეციალობით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, 1956 წელს. 1957-1961წწ. - საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტი "საქწყალპროექტი", ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, ჯგუფის ხელმძღვანელი; 1961-1964წწ. - საკავშირო ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, მოსკოვი; 1964 წელს - ამავე ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი; 1964-1965წწ. - "საქწყალპროექტის" ჯგუფის ხელმძღვანელი; 1965 წლიდან – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; 1973-1975წწ. - რესპუბლიკა კუბა, ქ. სანტა-კლარა, საბჭოთა სპეციალისტების ჰიდრავლიკების ჯგუფი, ინჟინერი. მიხი სამეცნიერო საქმიანობა ეხება ჰიდროსატრანსპორტო სისტემების საიმედოობისა და ეფექტურობის ამამაღლებელი მეთოდებისა და საშუალებების კვლევას; 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი, მათ შორის ერთი მონოგრაფია და 21 გამოგონება; მონაწილეობდა 20-ზე მეტ რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.230; გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი: mining.org.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |