შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალომ ფიჩხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1957 წელს; მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის ფაქიზი ტექნოლოგიის ინსტიტუტი - 1962 წელს. საფეიქრო ქიმიის სკოლის ჩამომყალიბელი; 150–მდე სამეცნიერო ნაშრომის და ათეულობით გამოგონების ავტორი, რომლებიც დაპატენტებულია იაპონიაში, საფრანგეთში, იტალიაში და ინდოეთში. ადრეული წლებიდან გატაცებული იყო მუსიკით, ბალეტით, ჭადრაკით; სპორტის ოსტატი ჭადრაკში; მისმა კიდევ ერთმა გატაცებამ – ფოტოგრაფიულმა ნამუშევრებმა, ფოტოეტიუდებმა მრავალი ჯილდო დაიმსახურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. შემდგომში, ისრაელის მკვიდრი. ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.234; georgianjews.org; ებრაელი მეცნიერები საქართველოდან: jewishcollections.museum.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |