The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ფორჩხიძე

ზურაბ ფორჩხიძე
Date of birth:19 July, 1934
Date of death:24 June, 1993  (at 58 years)
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების გრაფიკის ფაკულტეტი (წიგნის ილუსტრაციის სახელოსნო, ხელმძღვანელი პროფესორი თეიმურაზ ყუბანეიშვილი) 1962 წელს; 1967-1970 წლებში სწავლობდა დაზგური გრაფიკის კათედრის ასპირანტურაში (ხელმძღვანელი პროფესორი ვლადიმერ კეშელავა).
1962 წლიდან დაწყებული მხატვარ-ილუსტრატორად თანამშრომლობდა რესპუბლიკურ ჟურნალებში "დილა", "პიონერი", "ნიანგი"; გაფორმებული აქვს ასზე მეტი მხატვრულ-ლიტერატურული, სამეცნიერო-პოპულარული და სახელმძღვანელო წიგნი და გამოცემა; მუშაობდა გამომცემოლობა "ლიტერატურა და ხელოვნებაში" მხატვრულ რედაქტორად; 1970 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სამრეწველო გრაფიკის და შეფუთვის კათედრაზე პედაგოგად, ბოლოს კათედრის გამგედ. პროფესორი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, კარიკატურისტი. 

Awards and Honors

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • საქართველოს სახალხო მხატვარი

Share: