The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ტატიშვილი

მიხეილ ტატიშვილი
Date of birth:18 January, 1910
Date of death:21 May, 1965  (at 55 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ბაკურიანი, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს.

1931 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1933-1935 წწ. მუშაობდა ორდინატორად ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკაში, ხოლო 1938-19439 წწ. საქართველოს ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის უროლოგიურ განყოფილებაში; 1939-1940 წწ. სამედიცინო განყოფილების გამგე პეტროზავოდსკის ჰოსპიტალში; 1941-1943 წწ. ასისტენტი კიროვის სახ. სამხედრო-საექიმო აკადემიის ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე, 1943-1950 წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1941-1944 წწ. სამხედრო-საექიმო აკადემიის შემადგენლობასთან ერთად, მოჰყვა ლენინგრადის ბლოკადაში; 1945 წელს მივლინებული იყო ქირურგად ბელორუსიის მე-2 ფრონტის მომქმედი არმიის სანიტარულ ნაწილებში; 1950-1959 წწ. საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1959-1965 წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის: "შარდსაწვეთების ინერვაციის საკითხისათვის" (1959), "თირკმლის ორგანოსშიდა აგებულება" (1962); თანაავტორია 2 სახელმძღვანელოსი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდსაწვეთების ინერვაცია", დაიცვა 1943 წელს (ლენინგრადი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმელშიდა საშარდე და სისხლძარღვოვანი სისტემის ურთიერთობა და ჰეპატორენული ვენური კავშირები", დაიცვა 1961 წელს ( თბილისი).

წყარო: საქართველოს მეცნიერ-მედიკოსები დიდ სამამულო ომში : ეძღვნება დიდი სამამულო ომის დამთავრების 20 წლისთავს / სერგო საყვარელიძე. - თბ., 1966.-167-171; Памяти Михаила Яковлевича Татишвили / Архив Анатомии гистологии и эмбриологии.-Ленинград, 1967/ 6 (LII).-с.123-124

Member of Organizations

  • თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, გამგეობის წევრი (1950-1965)

Awards and Honors

  • მედალი "ლენინგრადის დაცვისთვის"
    ლენინგრადის ბლოკადის დროს გაწეული სამედიცინო სამსახურისთვის
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
    ბელორუსიის მე-2 ფრონტზე გაწეული მუშაობისთვის

Bibliography


Share: