The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიმოზა ქარქაშაძე

მიმოზა ქარქაშაძე
Date of birth:8 October, 1951  (73 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი, ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგიის სპეციალობა 1973 წელს; ტყავ-ფეხსაცმლის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა (ქ. მოსკოვი), 1982 წელს.

1974-1979წწ. - ქუთაისის ნ. მუხსელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ასისტენტი; 1983-1989წწ. - ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი, უფროსი მასწავლებელი; 1989-2002წწ. - ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი, დოცენტი; 2002-2006წწ. - თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯი, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი; თბილისის მაღალი მოდის აკადემია "ბაზელი", დოცენტი; 2005-2007წწ. - თბილისის "მოდის დიზაინისა და მართვის ინსტიტუტი", მოწვეული პროფესორი; 2008-2011წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2014 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნოლოგიური ფაკულტეტი, დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. კვლევის თემა: არალითონური ფურცლოვანი კომპოზიციური მასალების ტექნოლოგიური თვისებების კვლევა. ინჟინერ-ტექნოლოგი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.235; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

Bibliography


Share: