The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალხაზ მაკარაძე

მალხაზ მაკარაძე
Date of birth:25 June, 1975  (49 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ოლადაური, ახლანდელი შუახევის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ისტორიული ფაკულტეტი და მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო-საშტაბო კურსი 1999 წელს; 2006-2007წწ. - აშშ ქვეითთა სასწავლებელი, მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი; 2014-2015წწ. - აშშ საზღვაო კორპუსის უნივერსიტეტი, საზღვაო ქვეითების სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი; 2018-2019წწ. -  აშშ -ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ეროვნული ომის კოლეჯი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი, ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში.

2000-2002წწ. სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობები ეკავა კოჯრის სპეციალური დანიშნულების ძალების ბაზაზე; 2003-2004წწ. იყო სახმელთო ჯარების G-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსი ოფიცერი; 2004-2006წწ. ლოჯისტიკის ცალკეული ბატალიონის მეთაური; 2007-2008წწ. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის კაპიტნის საკარიერო და სახმელეთო ჯარების ოფიცერთა მომზადების (2008) კურსების უფროსი; V ბრიგადის შტაბის უფროსი (2008); 2008-2009წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორის მოადგილე; 2009-2010წწ. V ბრიგადის მეთაური; 2010-2012წწ. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე; სერჟანტთა მომზადების სკოლის მეთაური (2012); 2012-2013წწ. სახმელეთო ძალების შტაბის უფროსი (აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი); 2015-2016წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2016-2018წწ. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი; 2019 წელს დაინიშნა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორად და მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება; მონაწილეობა აქვს მიღებული სამშვიდობო მისიებში კოსოვოსა (2002-2003) და ერაყში (2005); მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო (2008-2009წწ. - უწყებრივი მედალი (I, II, III ხარისხის), ნატო-ს კოსოვოს მედალი (2003), აშშ არმიის მედალი სამხედრო მიღწევისთვის (2005). ბრიგადის გენერალი (2019).

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.gemc.mod.gov.ge

Awards and Honors

  • 2016 - მედალი "გენერალი მაზნიაშვილი"
  • 2012 - მედალი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი"
  • 2012 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • 2011 - მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" (2016)
  • 2010 - მედალი "გენერალი მაზნიაშვილი"
  • 2010 - მედალი "გენერალი კვინიტაძე"
  • 2010 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • 2005 - აშშ არმიის მედალი სამხედრო მიღწევისთვის
  • 2003 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 2003 - ნატო-ს კოსოვოს მედალი

Share: