The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მირიან ყალაბეგიშვილი

მირიან ყალაბეგიშვილი
Date of birth:23 September, 1955  (69 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, "სამდინარე ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობა", ინჟინერ–ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1977 წელს.

1995-2004წწ. - ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო ინსტიტუტი, შპს "გეოინჟინერინგი", ნაგებობათა სექტორის ხელმძღვანელი; 1995-1998წწ. - ნაგებობათა დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის ცენტრი, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ექსპერტი; 1998 წელს - კორპორაცია ბერნს ენდ როუ (Burns and Roe Enterprises, Inc. -USA); 1998-2004წწ. - საქართველოს ენერგეტიკული განვითარების შეფასებები, ინჟინერ ექსპერტი; 2000 წელს - განათლების განვითარების აკადემია (AED) USAID, რეგიონალური ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება (ჰიდროლოგიური და ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობათა შესწავლა საქართველოსა და აზერბაიჯანში), ინჟინერ ექსპერტი; 2002 წელს - ალტერნატივების განვითარება (USAID/DAI), ჰიდრომელიორაციული ობიექტების შეფასებები, ნაგებობათა ექსპერტი; 2003 წელს - საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ინიციატივა (USAID), ჰიდროლოგიური და ჰიდროენერგეტიკული შესწავლა, ნაგებობათა ექსპერტი; 2004 წელს - JACOBS Ltd (London), ირიგაციის და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტი (IDCDP), ნაგებობათა ექსპერტი; 2006 წელს - შპს ენგურჰესი, ენგურჰესის დერივაციული გვირაბის რეაბილიტაცია წინასწარ დაძაბული მოკეთების გამოყენებით, დამპროექტებელი; 2007 წელს - Kocks Consult GmbH, Consulting Engineers: 1. გორის საავტომობილო გვირაბის პროექტირება; 2. რიკოთის საავტომობილო გვირაბის რეაბილიტაცია, დამპროექტებელი; E.C HYDROproject International LTD (Dublin 2, Ireland); ნამახვანის ჰესების მონიტორინგის პროექტი Kocks Consult GmbH, Consulting Engineers, გორისა და რიკოთის გვირაბების პროექტირება-რეაბილიტაცია; 2008 წელს - E.C HYDROproject International LTD (Dublin 2, Ireland), ნამახვან ჰესების კასკადი, ტვიშის გვირაბის პროექტის შეფასება და მონიტორინგის პროექტი, დამპროექტებელი; შპს ნაგებობათა უსაფრთხოების ცენტრი, ზაჰესის დერივაციული არხიდან ფილტრაციული დანაკარგების რეჟიმი და ფერდის მდგრადობა, ნაგებობათა ექსპერტი; 2008-2009წწ. - შპს ენგურჰესი ენგურჰესის სიღრმული წყალსაგდების სარეაბილიტაციო საინჟინრო ღონისძიების შეფასება, დამპროექტებელი; 2013-2014წწ. - შპს ნამახვან ჰესი ნამახვან ჰესის კასკადის ახალი ალტერნატივების შეფასება, დამპროექტებელი; 2014 წელს - შპს მტკვარი ჰესი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ექსპერტიზა, ნაგებობათა ექსპერტი; 2014 წელს - დარიალ ჰესი დერივაციული გვირაბის ექსპერტიზა, ნაგებობათა ექსპერტი; 2015 წელს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი, "ვარძიის ფერდზე ჩამონადენი წყლის მართვა-აცილების სისტემის პროექტი", დამპროექტებელი; შპს "საქართველოს მელიორაცია", იაკუბლოს კაშხლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჩასატარებელი კომპლექსური საინჟინრო გაანგარიშებები, ხელმძღვანელი; საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდი "გორის ქარის სადგური", ნაგებობათა ექსპერტი; 2016 წელს - "ნენსკრა ჰესი", კონსულტანტი; "ჟინვალჰესის გრუნტის კაშხლის მდგრადობის ანალიზი მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით", ნაგებობათა ექსპერტი; 2017 წელს - საქართველოს ბანკი, მესტიაჭალა 1 და 2 ჰესები, ნაგებობათა ექსპერტი; 2000 წლიდან - ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2006 წლიდან - ენგურჰესის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ექსპერტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ინჟინერ-ჰიდრომშენებელი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.239-240; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: construction.gtu.ge

Bibliography


Share: