The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბესარიონ შანშიაშვილი

ბესარიონ შანშიაშვილი
Date of birth:25 July, 1946  (78 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუ­ტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულ­ტეტი სპეციალობით ავტომატიკა და ტელემექანიკა, კვალიფიკაცია - ინჟინერ-ელექტრიკოსი 1969 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობა - მათემატიკა, კვალიფიკაცია - მათემატიკოსი, მათემატიკის მასწავლებლი 1993 წელს.

1969-1970წწ. ქ. რუსთავის საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტი­ტუტი "ავტომატმრეწვი", ინჟინერი; 1970-1973 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ასპირანტი; 1974-1975წწ. საქართველოს პოლიტექნი­კური ინსტიტუტი,  უფროსი მეცნიერ-თანამშრო­მელი; 1975-1982წწ. საქართველოს მეცნიერე­ბათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1986წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1987წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; 1986-1987წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1988წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასისტენტი (შეთავსებით); 1987-2002წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-2002წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დოცენტი (შეთავსებით); 2002-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტი, წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი; 2002-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი (შეთავსებით); 2006-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სრული პროფესორი; 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (შეთავსებით); 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: მართვის თეორია; სისტემების იდენტიფიკაცია; არაწრფივი და არასტაციონარული დინამიკური სისტემების თეორია; ოპტიმალური  სისტემები; ადაპტური სისტემები; ჩვეუ­ლებ­რივი დიფერენ­ცია­­ლური განტოლებები. 124 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მეცნიერებაში მაღალი მიღწევებისათვის 2012 წელს გადაეცა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აკადემიკოს ვ. ა. მელნიკოვის სახელობის სამეცნიერო ფონდის მედალი № 59/12. ინჟინერ-ელექტრიკოსი, მათემატიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2004).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.242-243; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (2011-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორეს პონდენტი (2007-)

Awards and Honors

  • 2012 - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აკადემიკოს ვ. ა. მელნიკოვის სახელობის სამეცნიერო ფონდის მედალი № 59/12
    მეცნიერებაში მაღალი მიღწევებისათვის

Bibliography


Share: