შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ შარაშენიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მეტალურგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით, 1963 წელს. 1964-1965წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი, ლით. წნევით დამუშავების ლაბორატორია, უფროსი ლაბორანტი; 1965-1972წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-1981წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1997წწ. - ფხვნილების გლინვის პროცესების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1972-1996წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, დოცენტი (შეთავსებით); 1998-2005წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტებით გათვალისწინებული პროექტების ხელმძღვანელი; 1996 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; 1997 წლიდან - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ლითონური მასალების წნევით დამუშავების ლაბორატორია, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო ინტერესები: ლითონური და ფხვნილოვანი მასალების წნევით დამუშავების პროცესები. სამეცნიერო ნაშრომების და გამოგონებების ავტორი. ინჟინერ მექანიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.244; ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი: mmi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |