The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მინადორა ფურცელაძე

ოფიციალური სახელი:მართა ფურცელაძე
სხვა სახელი:იღუმენია მინადორა  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:1804
გარდაცვ. თარიღი:1863  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამთავროს დედათა მონასტერი, მცხეთა
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

მონაზონი მინადორა სამთავროს დედათა მონასტერში 1832 წელს მივიდა, მონაზვნად აღიკვეცა 1844 წელს. 1858-1863 წლებში იყო სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი - იღუმენია. იგი მონასტრის გამგებლად ეგზარქოსმა ისიდორე ნიკოლსკიმ (1844-1868) 1857 წელს დაადგინა, ხოლო იღუმენიის ხარისხში 1858 წლის 6 მარტს აიყვანა. მინადორა ფურცელაძე (საერო სახელი მართა) 1844 წელს მინადორას სახელით მონოზნად აღკვეცა ბერ-მონოზონმა ტარასიმ. იღუმენია მინადორამ თავისი მოღვაწეობის მცირე დროში მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა. დაკრძალულია  სამთავროს ტაძრის სამხრეთ კარიბჭის ეკვდერში. მისი საფლავის ქვა განახლებულია ძველი წარწერით (იღუმენიას უმცროსი და მიტრადორა დაკრძალულია მონასტრის ეზოში წმიდა ნინოს ეკლესიის სამხრეთით ხის ძირას).  

წყარო: სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი: samtavro.ge


გააზიარე: