Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანუსია კოჭლამაზაშვილი![]()
Biographyსამთავროს დედათა მონასტერში მივიდა 1898 წელს, სამონაზვნედ შეიმოსა 1907 წელს, მონაზვნად აღიკვეცა 1913 წელს; 1910 წელს მონასტრის ხაზინადარად დააამტკიცეს. სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიად აკურთხეს II მსოფლიო ომის შემდეგ, 1950-იანი წლებიდან კი ანუსია კოჭლამაზიშვილს იღუმენიად მოიხსენიებდნენ. 1924 წელს სამთავროს მონასტრის დედებს არტელი ჩამოუყალიბებიათ, სადაც საბნებს კერავდნენ. მონასტერი გარეგნულად არტელად გადაიქცა, "მცხეთის I საფეიქრონადი - ფეიქარი"; 1933 წლიდან ამ საწარმოს თავმჯდომარე ანუსია კოჭლამაზიშვილი იყო. 1930 წელს სამთავრო კულტურის ძეგლად გამოცხადდა. 1938 წელს დედა ანუსია ძეგლის მცველად არის დასახელებული. ანუსია კოჭლამაზაშვილმა მრავალი წელი იღვაწა მონასტრის საკეთილდღეოდ და მონასტრის გაუქმების შემდეგაც შემწედ და მცველად ედგა ამ წმიდა სავანეს. წყარო: სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი: samtavro.ge; ambioni.ge; karibche.ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |