შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჭილაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სტალინირი (ცხინვალი). იცავდა თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას; ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში; 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის "დინამოს" მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის "დინამოს" სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა; საკლუბო კარიარა: თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა; ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში "დინამოს" ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 3 მატჩი - ევროპის ჩემპიონთა თასის და 3 მატჩიც თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში; ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 77 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 ბურთი გაიტანა. ფეხბურთელი, მცველი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |