The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ჭალაგანიძე

შოთა ჭალაგანიძე
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2018  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ- მექანიკოსის კვალიფიკაციით 1956 წელს.

მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში რიგითი ტექნიკოსიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელამდე; 1962 წლიდან - საქართველოს კპ ცკ-ის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; შემდეგ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნიკის სექტორის გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე; 1973 წლიდან - კპ ბორჯომის რაიკომის პირველი მდივანი; 1977-1988წწ. - საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის მინისტრი; 1988-1991წწ. - საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1991 წლიდან - სახელმწიფო კონცერნ "საქსოფლმანქანათმშენის" უფროსი და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტის "საქაგრომანქანის" გენერალუი - დირექტორი; 1997 წლიდან - საქართველოს მრეწველობის სამინისტროს მრეწველობის სტრატეგიული განვითარებისა და სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 2002 წლიდან - ახლად შექმნილი "საქინოვაციის" გენერალური დირექტორი. სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს აგრარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტებში, სადაც მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე. 2004 წლიდან - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი, 2005–2012წწ. - პრეზიდენტი. არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს მრავალი მოწვევის დეპუტატად; დაჯილდოებულია მთავრობის ჯილდოებით, მიღებული აქვს "წლის საუკეთესო ინჟინერის" წოდება. ნაყოფიერი მუშაობა აქვს ჩატარებული სამთო მიწათმოქმედების მექანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა კვლევის, დამუშავებისა და გამოყენების მიმართულებით; მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩაის მოვლა-მოყვანის მანქანათა კომპლექსის შექმნასა და წარმოებაში ფართოდ დანერგვის საქმეში; აგრეთვე მის მიერ დამუშავებული იქნა კლდოვანი ფერდობების გატყევების სამუშაოთა ახალი ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები, რის საფუძველზედაც ჩატარდა კლდოვანი ფერდობების გატყევება რამდენიმე ათას ჰექტარზე. გამოქვეყნებული აქვს 233 სამეცნიერო ნაშრომი (60-მდე ნაშრომი საზღვარგარეთ), არის 14 წიგნის, 2 მონოგრაფიისა და 10 გამოგონების ავტორი. ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.253; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია: gaas.dsl.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.114

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2004-2018)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოს სატყეო და სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: