შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ხოჭოლავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შუა-ხორგა, ხობის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1976 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1979 წელს. 1976-1983წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის N63 კათედრის ასისტენტი; 1984-2004წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის N63 კათედრის დოცენტი; 2005-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის N63 კათედრის პროფესორი; 2006 წლიდან –საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის მათემატიკური ანალიზის მიმართულების სრული პროფესორი; 2006 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კვლევის თემა: მონაცემთა გადაცემის თანამედროვე სისტემების პროექტირების ზოგიერთი მათემატიკური პრობლემები. მართვის პროცესების ინჟინერი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.259; ხობის ელექტრონული არქივი: khobi-info.blogspot.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |