Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ბასილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი 1977 წელს. 1977-1979წწ. - საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, მეძროხეობისა და მეცხენეობის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1979-1983წწ. - მოსკოვის კ. ა. ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია, მერძევეობის კათედრის ასპირანტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი; 1983-1993წწ. - საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, მეძროხეობისა და მერძევეობის კათედრის დოცენტი; 1993-2000წწ. - ამავე ინსტიტუტის, რძისა და ხორცის გადამუშავების ტექნოლოგიის კათედრა, კათედრის გამგე, დოცენტი; 2000-2005წწ. - საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი, პრორექტორი სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, რძისა და ხორცის გადამუშავების ტექნოლოგიის კათედრა, კათედრის გამგე, პროფესორი; 2005-2006წწ. - რძისა და ხორცის გადამუშავების ტექნოლოგიის კათედრა, კათედრის გამგე; 2014-2016წწ. - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2006-2017წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულება "რძისა და რძის გადამუშავების ტექნოლოგიის საგნის" ხელმძღვანელი, პროფესორი; 2016 წლიდან - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის კონსულტანტი; 2017 წლიდან - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს კოორდინატორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; კვლევის თემა: ზოოტექნიკური ფაქტორების გავლენა ფურების მონაწველზე, რძის შედგენილობაზე და ყველის ხარისხზე საქართველოს სამხრეთ მთიანეთის პირობებში. ზოოინჟინერი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.266; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი: agriedu.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |