The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბუჭა არჩვაძე

ბუჭა არჩვაძე
Date of birth:11 June, 1939
Date of death:1 June, 2018  (at 78 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ქ. კემეროვოს (რუსეთის ფედერაცია) სამედიცინო ინსტიტუტი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს სხვადასხვა რაიონში წამყვანი სპეციალისტის რანგში; 2002 წელს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასოცირებულ პროფესორად. იყო 100-ზე მეტი სამეცინიერო ნაშრომის და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი, ასევე 2 მონოგრაფიის ავტორი. მის მიერ შესრულებულია 20 000-ზე მეტი ქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაცია, მათ შორის, 2 000-ზე მეტი კუჭის რეზექცია და გასტრექტომია. განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის მარნეულის რაიონის ქირურგიული სამსახურის გაძლიერებაში. მისი ხელმძღვანელობით მარნეულის რაიონულ და შემდგომში შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საავადმყოფოებში, ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ქირურგიული განყოფილება, სადაც წლების განმავლობაში წარმატებით სრულდებოდა ათასობით ქირურგიული და მათ შორის მრავალი უნიკალური ონკოლოგიური ოპერაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი.
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.303; ჯეო ჰოსპიტალსი: gh.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.381

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში, ინფექციური დაავადებების სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: