შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა ბარბაქაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს; 1988 წელს - ინტერნატურა თბილისის ნ. კახიანის სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს თერაპიულ კლინიკაში (გასტროენტეროლოგია). 1989-1991წწ. - ხაშურის რაიონში საექიმო ამბულატორიის გამგე; 1991-1995წწ. - ასპირანტურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა კათედრაზე (გასტროენტეროლოგია); 1993-1995წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1997-2011 თორაკო-აბდომინალური კლინიკა-გასტროენტეროლოგია და ექოსკოპიის კაბინეტის გამგე; 2011 წლიდან - შპს ამტელ ჰოსპიტალ კლინიკური საავადმყოფო, გასტროენტეროლოგი და რადიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2008-2010წწ. - სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი (ვაკის "ლეჩკომბინატი"), კონსულტანტი, გასტროენტეროლოგია და ჰეპატოლოგია; 2010 წლიდან - შპს "ჯანმრთელობის ცენტრის" ექიმი-გასტროენტეროლოგი-ჰეპატოლოგი; 2005-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკუნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2004 წლიდან - თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი "გორგასალი", შინაგან დაავადებათა კათედრის სრული პროფესორი; 2005-2008წწ. - თბილის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი "გორგასალი", ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი. 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ექიმი-გასტროენტეროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2005). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ციტოკინების მაჩვენებლები ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობის დროს", დაიცვა 2005 წელს.
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.306; vidal.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |