The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ბერიძე

მაია ბერიძე
Date of birth:19 September, 1963  (61 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს;  კლინიკური ორდინატურა ნევროლოგიაში, ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში - 1986 წელს; თბილისის სახელმწიფო უცხო ენების ინსტიტუტი, ინგლისური დეპარტამენტი, სინქრონული თარგმანის უმაღლესი კურსები, კვალიფიკაცია - თარჯიმან- რეფერენტი, 1997 წელს.

1987-1988წწ. ექიმი-ნევროლოგი, N2 საავადმყოფო, პოლიკლინიკური გაერთიანების ნევროლოგიური სტაციონარის ექიმი; 1998-2004წწ. დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორის თანაშემწე; 1999-2006წწ. ნევროლოგიის კათედრის ასისტენტი, ნევროლოგიური განყოფილება, დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია; 2004-2006წწ. საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მედიკო-ბიოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2009წწ. ნევროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 2004-2009წწ. ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგი; 2009-2015წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეირომედიცინის დეპარტამენტის ნევროლოგიის პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის ასოცირებული პროფესორი; 2009-2010წწ. თბილისის ცენტრალური რკინიგზის საავადმყოფოს ნევროლოგიური დეპარტამენტის კლინიკური ხელმძღვანელი; 2010-2015წწ. შპს "დეკა"-ს ნევროლოგირი დეპარტამენტის ნევროლოგი (კონსულტანტ პროფესორი); 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის რეზიდენტურის პროგრამ-დირექტორი; 2015 წლიდან ნევროლოგიის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 საუნივერსიტეტო კლინიკის ნერვული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მიღებული აქვს სამეცნიერო ჯილდოები, 2014 წელს დასახელებულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა შპს "დეკას"-ს "წლის საუკეთესო ნევროლოგად". ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.308; vipmed.ge

Member of Organizations

  • არასრულყოფილი ოსტეოგენეზით დაავადებულთა დახმარების ასოციაცია “შუშის ბავშვები” , წევრი
  • ევროპის ნევროლოგთა საზოგადოების ფედერაცია (EFNS), წევრი
  • ევროპის ნეირომეცნიერებათა ფედერაცია (FENS), წევრი
  • ნევროლოგიის მსოფლიო ფედერაცია (World Federation of Neurology), წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ნეირომეცნიერებათა ასოციაცია, პრეზიდიუმის წევრი
  • საქართველოს რაიტთერაპიის ასოციაცია, აღმასრულებელი საბჭოს წევრი
  • ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია (IBRO) , წევრი

Awards and Honors

  • 2010 - საქართველოს ეროვნული პრემია (ლაურეატის დიპლომი და ვერცხლის მედალი)
    სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის "ინსულტის დაძლევის სტრატეგია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში"

Bibliography


Share: