Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დათო ბაძაღუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი მხატვარ-არქიტექტორის კვალიფიკაციით 2002 წელს. 2003-2004წწ. იყო აფხაზეთის კულტურულ-პოლიტიკური ცენტრის, არაფორმალური განათლების განყოფილების უფროსი; აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილების სპეციალისტი (2014); აფხაზეთის ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე (2005); ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსი (2007); განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2009); განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი (2012); თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო და მომსახურების ობიექტების ექსტერიერი და ინტერიერის პედაგოგი (2012); აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (2015); აფხაზეთის ვალერი არქანიას სახელობის გალერეის დირექტორი (2016); არტ-სტუდია David gua დამფუძნებელი (2017); არტ-გალერეა აფხაზეთის დირექტორი (2017); წარმატებული თანამედროვე ქართველი მხატვარია, მის ნამუშევრებს უკვე კარგად იცნობენ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; მას 3500-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები აქვს შექნილი, ამათგან ორიათასამდე სურათი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში, მუზეუმებში და გალერეებშია დაცული; მისი ნამუშევრები შესულია სხვადასხვა გამოცემებში, კატალოგებში, ბუკლეტებში და წიგნებში; აღიარებულია ნიუიორკის გალერეა აგორას, ნიუიორკის არტ-ჟურნალის მიერ, როგორც თანამედროვე ნიჭიერი მხატვარი და გამარჯვებულია ამავე გალერეას მიერ შერჩეულ კონკურსში; არის მრავალი კულტურულ-შემოქმედებითი აქციის ორგანიზატორი, გაფორმებული აქვს სხვადასხვა ჟურნალები და წიგნები; არის მრავალი გამოფენის მონაწილე: თბილისი, არტ-სალონ "საპარა" (პერსონალური, 2003); ბათუმი "ღია ცის ქვეშ" – კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენლობის ეგიდით (პერსონალური, 2003 ); თბილისი – რესურს-ცენტრი (პერსონალური, 2004); ფაცა-თურქეთი (პერსონალური, 2005); თბილისი პსპ-ს ოფისში (პერსონალური, 2007); თბილისი, "ქართული ბრენდის დღე" გამოფენა ექსპო-ჯორჯია (ჯგუფური, 2007); თბილისი, თიბისი ბანკი (ჯგუფური, 2008); თბილისი, სასტუმრო ქორთიარდ-მარიოტი (ჯგუფური, 2008); თბილისი, ბრიტანეთის საელჩო (ჯგუფური, 2008); საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზი (ჯგუფური, 2008); კომპანია არსის საგამოფენო დარბაზი (ჯგუფური, 2009); ბერლინი, გერმანია (პერსონალური, 2009); თბილისი, ღია საზოგადოება საქართველო (ჯგუფური, 2009); აფხაზეთის კულტურის დღეები, ქუთაისი, თბილისი (ჯგუფური, 2009); თბილისი, სასტუმრო მეტეხი (პერსონალური, 2009); თბილისი, გალერეა "ჰობი" (ჯგუფური, 2010); საქართველოს მხატვართა კავშირი (ჯგუფური, 2010); ბათუმი (ჯგუფური, 2010); თბილისი, შარდენზე (პერსონალური, 2010); მილანი, იტალია (ჯგუფური, 2010); თბილისი, გალერეა "ჰობი" (ჯგუფური, 2010); ბათუმი (ჯგუფური, 2010); თელავი, კახეთი (პერსონალური, 2010); თბილისი, გალერეა ჰობი (ჯგუფური, 2010); თბილისი, ვანდას გალერეა (ჯგუფური, 2011); თბილისი, სამების ახალგაზრდული ცენტრი (პერსონალური, 2011); თბილისი, მრავალეროვანი საქართველო (ჯგუფური, 2011); სტამბული (თურქეთი, გალერეა ტაქსიმი) პერსონალური, (2011); ლინკოლნი (აშშ) ჯგუფური (2011); თბილისი, სამხატვრო აკადემია (პერსონალური, 2011); ნიუიორკი, ჯგუფური (2012); თბილისი, მხატვართა კავშირი, ჯგუფური (2012); ბათუმი, ჯგუფური (2012); თბილისი, ამერიკის საელჩო, ჯგუფური (2012); თბილისი, სამების საკათედრო ტაძარი, (აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა-პერსონალური, 2013); თბილისი (ჯგუფური-საქართველოს მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილე, 2013); საქართველო - კასპი, (პერსონალური-აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა, 2013); საქართველო - გორი, (პერსონალური-აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა, 2013); თბილისი (ჯგუფური-აფხაზეთის და ოსეთის კულტურის დღე, 2013); პარიზი (ჯგუფური-საქართველოს კულტურის დღე, 2013); თბილისი (ჯგუფური-საქართველოს მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია, 2013); თბილისი ეროვნული გალერეა, (ჯგუფური-საქართველოს მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, 2013); ნიუიორკი, ART- EXSPO 2014 ჯგუფური (2014); თბილისი-პერსონალური გამოფენა, გალერეა სფუმატო (2014); ბათუმი-პერსონალური გამოფენა თიბისი ბანკის გალერეა (2014); ჯგუფური გამოფენა-ჰოლანდია, ლეიდენი (2014); თბილისი-ეროვნული გალერეა, ჯგუფური (2014); ბაქო, ჯგუფური (2014); თბილისი, აფხაზეთის კულტურის სამინისტროს დარბაზი, ჯგუფური (2014); თბილისი, აფხაზეთის კულტურის სამინისტროს დარბაზი, ჯგუფური (2014); პრაღა, ჩეხეთი, პერსონალური (2014); სტამბული, ჯგუფური (2015); თბილისი, საქართველოს მხატვართა კავშირი, ჯგუფური (2015); მადრიდი, ჯგუფური (2016); ბათუმი, ჯგუფური (2016); საერთაშორისო გამოფენა-თბილისი-თუმანიშვილის თეატრი (2017); თბილისი, სასტუმრო "ბესტ-ვესტი"-პერსონალური (2017); ევროკავშირის საერთაშორისო პლენერი - ლიტვა (2017); ორი მხატვრის გამოფენა გელგაუდიშკეს-ლიტვა (2017); "ჩვენი სახლისკენ მიმავალი გზა" ჯგუფური გამოფენა თბილისში (2018); "ჩვენი სახლისკენ მიმავალი გზა" ჯგუფური გამოფენა ბათუმში (2018); პერსონალური გამოფენა თბილისში-ვალერი არქანიას სახელობის დარბაზი (2019); პერსონალური გამოფენა თბილისში-გალერეა არტტენტ (2020); მიღებული აქვს ჯილდოები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო ჯილდო; ევროსაბჭოს ახალგაზრდული ინიციატივების აქტიური მონაწილეობისათვის საპატიო დიპლომი; 2014 ქ. ნიუიორკის გალერეა Agora კონკურსში გამარჯვებული; 2016 წლის საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი; 2017 წლის ფერწერული საუკეთესო ნამუშევარი; 2017 წლის კაუნასის მერია-ლიტვა, ლიტვის საერთაშორისო შემოქმედებითი პროექტში მონაწილეობისათვის საპატიო ჯილდო. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |