The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ იაშვილი

თამარ იაშვილი
Date of birth:1954  (71 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის  სამედიცინო ინსტიტუტი, სპეციალობით სამკურნალო საქმე 1976 წელს; კლინიკური ორდინატურა ჩაჩავას სახელობის მეანობა-გინეკოლოგიის და პედიატრიის კვლევით ინსტიტუტში 1982 წელს.

1984-1991წწ. თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი მეან-გინეკოლოგი; 1991-2009წწ. ექიმი მეან-გინეკოლოგი შპს "თბილისის გინეკოლოგიურ კლინიკაში"; 1993  წლიდან ულტრაბგერითი კაბინეტის ხელმძღვანელი; 1999-2002წწ. თბილისის მთავარი მეან-გინეკოლოგი; 2009 წლიდან შპს თბილისის გინეკოლოგიური კლინიკის დირექტორი; 2011 წლიდან შპს ამტელ ჰოსპიტალ კლინიკურის გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი; 2003-2005წწ. საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სპორტული მედიცინის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2005  წლიდან საქართველოს ბიოლოგიური მედიცინისა და ჰომოტოქსიკოლოგიის საზოგადოების ლექტორი და სამეცნიერო პოპულარული ჟურნალის "ბიორეგულაციური მედიცინის" სარედაქციო საბჭოს წევრი; 2006 წლიდან თ. მუხაძის სახელობის უნივერსიტეტ "ივერიას" სრული პროფესორი. 32 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; კვლევის თემა: საქართველოში მცხოვრებ ქალთა შორის შინაგანი სასქესო ორგანოების კეთილთვისებიანი სიმსივნეებისა და სიმსივნისებრი წამონაქმნების კლინიკურ-ულტრაქბგერითი დახასიათება. ექიმი-გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაადრევი მშობიარობა" (ქ. კიევი), დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კლინიკო-მორფო-ულტრაბგერითი თავისებურებანი ქალებში სიმსივნეებით და სიმსივნისებრი წარმონაქმნებით გამომდინარე საშვილოსნოდან და მისი დანამატებიდან " (თბილისი), დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.328-329; ვიდალი: vidal.ge; ამტელ ჰოსპიტალი: amtelhospital.ge

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Share: