შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ფაცაცია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ინგირი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის ცელულოზისა და ქაღალდის მრეწველობის ინსტიტუტი 1955 წელს, ასპირანტურა 1970 წელს. 1956-1958წწ. ენგურქაღალდკომბინატის ნორმადარი, საგეგმო განყოფილების ინჟინერ-ეკონომისტი, ქაღალდის წარმოების ინჟინერი, საფაბრიკო კომიტეტის თავმჯდომარე; 1959-1963წწ. საქართველოს კომპარტიის ზუგდიდის რაიონული კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი, მეორე მდივანი, პირველი მდივანი; 1963-1965წწ. საქართველოს კომპარტიის ზუგდიდის სამრეწველო-საწარმოო ზონის პარტკომის მდივანი, მეორე მდივანი; 1965-1984წწ. ენგურქაღალდკომბინატის დირექტორი; 1984-1992წწ. საწარმოო გაერთიანება "საქქაღალდმრეწვი"-ს გენერალური დირექტორი; 1992-1993წწ. ზუგდიდის გამგებებლი; 1993 წ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №67 ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 1993-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №67 ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 329; სამენოვანი ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი": livepress.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.131 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |