Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო კვიტაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1995 წელს. 1994-2007წწ. მუშაობდა ქ. თბილისის 123-ე საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებელად; 2007-2014წწ. ამავე სკოლის დირექტორი გახდა; 2012-2014წწ. იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადამისამართების ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი; 2013–2014წწ. სასკოლო პრევენციული პროგრამების კომპონენტის, პროექტ ჰარმონიის ფილიალის საქართველოში (PH international) - საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრობლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისათვის ექსპერტი/მწვრთნელი; 2013-2014წწ. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონსულტანტი; 2014-2015წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 2015-2016წწ. შპს "თანამედროვე განათლების აკადემია", დირექტორი; 2015 წლიდან შპს "ინტერმედიაპლუსი" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; ის სხვადასხვა წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფირებული VII, VIII, IX, X და XII კლასების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი; მოპოვებული აქვს სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და საჯარო სკოლის დირექტორის სერტიფიკატები; სხვადასხვა წლებში მოიპოვა სკოლის ეფექტიანი მართვის (USAID -ის განათლების მართვის პროექტი), სკოლის ფინანსური მართვის (ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი), ფინანსების ეფექტიანი მართვის (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი), ორგანიზაციის მართვის საფუძვლები და მენეჯერის უნარ-ჩვევების (საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი), არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საშუალება (წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი), არასრულწლოვან მსჯავრდებულთა განათლებისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საკითხების (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი) სერტიფიკატები; 2016 წელს განათლების სისტემაში მოღვაწეობის პარალელურად აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში; გაწევრიანდა პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" და 2016 წელს, ჯერ თბილისის თვითმმართველობის არჩვენების დროს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, 2018 წელს ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ კანდიდატად. 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალურო მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია", მოწვეული სპეციალისტი. 2021 წელს მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი; 2021 წლიდან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. წყარო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: unm.ge; ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |