The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგა ბურდული

გიგა ბურდული
ოფიციალური სახელი:გიორგი ბურდული
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1952
გარდაცვ. თარიღი:2008  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1996 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების განხილვის კონფერენციაზე (უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე, რეზო ადამიასთან, ერთად); მისმა საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა 1999 წლის სტამბოლის ისტორიული ხელშეკრულების ხელმოწერას; 
1999 წლის სტამბოლის სამიტის შემდეგ, ხელი მოაწერა ისტორიულ სტამბოლის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციას უნდა გაეყვანა რუსული სამხედრო ბაზები ვაზიანიდან და გუდაუთადან 2001 წლის 1 ივლისამდე; 
2002 წლის 8 - 10 აპრილს ხელმძღვანელობდა ათენში საქართველოსა და საბერძნეთს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს, რომელთა მთავარი თემა საქართველო-საბერძნეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარება; 2006 წლის დეკემბერში გახდა საქართველოს საგარეო ურთიერთობების საბჭოს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი; 2016 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქართული დიპლომატიის დღეს, გიორგი ბურდული, სიკვდილის შემდეგ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად.  - თბილისი, 2021. გვ. 49

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2016 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

გააზიარე: