Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ტყემალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლელიანი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს. 1967 წლიდა დაიწყო ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობა; 1970-1972წწ. არქეოლოგიური ექსპედიციიების მეთაური; დასავლეთ საქართველოს სამშენებლო რაზმების მეთაური (1973); მონაწილეა ექსპედიციებისა: მყინვარწვერი, სამდინარო ექსპედიცია "ოქროს საწმისი", ველოგადარბენა: თბილისი - კახეთის რკალი; სანაოსნო: ალაზნის თავიდან - მინგეჩაურამდე; საცხენოსნო ექსპედიცია "თევდორე მღვდლის ნაკვალევზე"; 1976-1978წწ. ბათუმის გარნიზონის ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი; 1978 წლის 15 ოქტომბრიდან რადიოს ლიტეტატურულ გადაცემათა რედაქტორი; ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი; ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე; ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1979 წელს ვიტებსკის ოლქში მიაკვლია მირზა გელოვანის საფლავს; 1993-2004წწ. ტელერადიოს სახელმწიფო კომიტეტის კომენტატორი; ხალხური და ლიტერატურული ხელოვნების მთავარ რედაქციათა მთავარი რედაქტორი; ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოადგილე; მიმართულების მთავარი პროდიუსერი; 2013-2021წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 2013 წლის სექტემბრიდან 6 თვის განმავლობაში ასრულებდა საზ. მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას; ტელევიზიასა და რადიოში განხორციელებული პროექტები, საავტორო გადაცემები: რადიოთი გადაცემული მონოგრაფიები (ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, ალ. ყაზბეგი, ლადო ასათიანი, გალაკტიონი); ტელევიზიით: მომზადდა და ეთერში გაიცა 1000-მდე საათის ვიდეომასალს, 200-ზე მეტი ვიდეო ფილმი; საავტორო პროგრამები: ლიტ. ხელოვნების ტელეჟურნალი "ხომლი" - 1988 წლამდე, "ქრონიკები დიდი მამულიშვილის ცხოვრებიდან", "სათავეებთან", "დიალოგები", "შეხვედრები მცხეთაში", "შეხვედრები მაჩაბლის ქუჩაზე", "ლიხს იქით და ლიხს აქეთ", "ეს საქართველოა", "თბილისი", "შემოქმედებითი პორტრეტები", ვიდეო ფილმები ქართველ კლასიკოსებზე, ვიდეო ფილმები თბილისის ისტორიაზე, "ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს"; 1980 წლიდან ასწავლიდა თბილისის უნივერსიტეტში, რიგ უმაღლეს სასწავლებლებში, კითხულობდა "ქართული ლიტერატურის ისტორიას", "ჟურნალისტიკის ისტორიას"; საშუალო სკოლებში (161-ე, 51-ე, 26-ე საჯარო სკოლებში); 2006 წლიდან ასწავლიდა თბილისის სკოლა-კომპლექს "სადუნში". ყოველდღიური "ახალი ქართული გაზეთის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; გაზეთ "გლდანის" რედაქტორი; ჟურნალ "ფშავ-ხევსურეთის" რედაქტორი. მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორი. წყარო: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი: lagodekhi.gov.ge; საქართველოს პრეზიდენტი: president.gov.ge; პირველი არხი: 1tv.ge.; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.11 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |