The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ჯანგიშერაშვილი

ოთარ ჯანგიშერაშვილი
Legal name:მირიან ჯანგიშერაშვილი
Date of birth:29 July, 1943
Date of death:6 March, 2018  (at 74 years)
Burial location:დიმიტრიევოს სასაფლაო, ვოლგოგრადი
Category:Educator, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი მიხეილ თუმანიშვილის კლასი 1963 წელს; კიევის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტი დიმიტრი ალექსიძესთან; "გიტისის" უმაღლესი სარეჟისორო კურსები 1971 წელს.

1963-1966წწ. მესამე კურსიდან გაიწვიეს სამხედრო სამსახურში; ჯარში ყოფნის პერიოდში შექმნა "ჯარისკაცთა სატირული თეატრი" და სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გადაიღო (ერთ-ერთში ვერცხლის მედალიც დაიმსახურა);
ჯარიდან დაბრუნების შემდეგ მან სწავლა განაგრძო კიევის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დიმიტრი ალექსიძესთან; მისი ცხოვრების ამ პერიოდზე მას გამოცემული აქვს წიგნი - "კურსი მიჰყავს დიმიტრი ალექსიძეს"; სადიპლომო სპექტაკლი - ჯონ ფლეტჩერის კომედია "ჭირვეული ქმრის მორჯულება", 1971 წელს, თბილისის მარჯანიშვილის თეატრში დადგა (დადგმის ხელმძღვანელი – დოდო ალექსიძე); ორი წელი მოღვაწეობდა მოსკოვის პუშკინის სახელობის თეატრსა და ულიანოვსკში; 1975 წელს, "გიტისის" უმაღლესი სარეჟისორო კურსების დამთავრების შემდეგ რეჟისორ-სტაჟიორად დაინიშნა მოსკოვის მცირე თეატრში; 1975 წელს მუშაობდა ოდესის ოპერეტის თეატრში; 1977-1978წწ. იყო კარელიის ასსრ დედაქალაქ პეტროზავოდსკის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1985-1988წწ. ნიჟნი-ნოვგოროდის გორკის სახელობის დრამატული აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1988 წელს ვოლგოგრადში ჩამოაყალიბა სახელმწიფო ახალი ექსპერიმენტული თეატრი, რომლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ სიცოცხლის ბოლომდე; 1997 წლიდან დაინიშნა პროფესორის თანამდებობაზე ვოლგოგრადის ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ოსტატობისა და რეჟისურის კათედრაზე; 2005 წლიდან ის იყო რუსეთის ფედერაციის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ვოლგოგრადის რეგიონალური განყოფილების თავმჯდომარე; ვოლგოგრადის ექსპერიმენტულმა თეატრმა თბილისში აღნიშნა დაარსებიდან 25 წლის იუბილე; საგასტროლო სპექტაკლი "მეფის მკვლელნი" 2013 წლის 16 ივნისს იქნა ნაჩვენები რუსთაველის თეატრის სცენაზე; მისი დადგმა წარმოადგენდა ალექსეი ტოლსტოის ისტორიული დრამის "მეფე ფიოდორის" ექსპერიმენტულ ინტერპრეტაციას. მიღებული აქვს კარელიის ასსრ კომკავშირის პრემია (1980), კარელიის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება (1981), ფ. ვოლკოვის სახელმწიფო პრემია (2006).

წყარო: ვოლგოგრადის სახელმწიფო ახალი ექსპერიმენტალური თეატრი: web.archive.orgkino-teatr.ru

Member of Organizations

  • თეატრის საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი (2011-)
  • ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი (საქართველო)
  • 2000 - ღირსების ორდენი (რუსეთი)
  • 1993 - რუსეთის სახალხო არტისტი
  • 1984 - რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • კონსტანტინე სტანისლავსკის სახელობის პრემია
  • ინაკენტი სმოკტუნოვსკის სახელობის პრემია

Share: