შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ცინცაძე-ყარალაშვილი![]()
ბიოგრაფიამუშაობდა მინისტრთა საბჭოში სტენოგრაფისტად, ბევრ ინფორმაციას ფლობდა კომუნისტი ჩინოსნების შესახებ. შემდეგ მისი კარიერა ბაქტერიოფაგში გაგრძელდა, თუმცა იქვე დამთავრდა კიდეც, ბაქტერიოფაგში ნინო ცინცაძე გიორგი ელიავას მდივანი იყო. მას ბრალი დასდეს შპიონაჟში და დივერსიის მოწყობის მცდელობაში, ვითომ ბაქტერიოფაგში მზადდებოდა პრეპარატები მოსახლეობის გასაწყვეტად. ნინო ცინცაძის დახვრეტის რეალური მიზეზი სასულიერო პირის შვილობა იყო, გიორგი ელიავას თანამშრომლობა თუ სხვა რამ დაზუსტებით არავინ იცის. დააპატიმრეს 1937 წლის 10 აგვისტოს, წაიყვანეს შინსახკომის მესამე განყოფილების კომენდატურაში. ნინო ცინცაძის ყოფნა-არყოფნის საკითხი ადრევე დააყენეს ჩეკისტებმა. ანტისაბჭოთა განწყობის გრძელ სიაში 32-ე ადგილი სწორედ ნინოს ეკუთვნის, თითქოს იგი გადაბირებული იყო საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. მისმა ოჯახმა 1958 წლის 13 მაისს რეაბილიტაციის ცნობა მიიღო. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის შვილი. რეპრესირებული. წყარო: სააგენტო "პრაიმტაიმი" პორტალი: primetime.ge; facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |