The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლუკა ციხისთავი

ლუკა ციხისთავი
Date of birth:1 December, 1901
Date of death:26 March, 1976  (at 74 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფშაველი, თელავის რაიონი.

დაამთავრა თელავის სამრევლო სკოლა. 1912-1916 წლებში სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში; 1917 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1918 წელს კი თბილისის ქართულ გიმნაზიაში. 1920-1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველებისა და სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე.

1924 წელს მუშაობა დაიწყო სოფელ ქვემო ჭალის გლეხთა ახალგაზრდობის სკოლის გამგედ და ისტორიის მასწავლებლად. 1928 წელს იგი თბილისში გადმოიყვანეს და პირველი საცდელ-საჩვენებელი სკოლის დირექტორის მოადგილედ და ისტორიის მასწავლებლად დანიშნეს. 1930 წლიდან განათლების კომისარიატში მუშაობდა ინსტრუქტორად; იყო მეცნიერებისა და ხელოვნების სამმართველოს უფროსი. იმავე პერიოდში იგი შეთავსებით ასწავლიდა ისტორიას პირველ და მესამე საცდელ-საჩვენებელ სკოლებში, ატარებდა გაკვეთილებს თბილისის საშუალო სკოლების მასწავლებლებისთვის; იყო დაუსწრებელი პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი. 1931-1932 წლებში ლუკა ციხისთავი იყო მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის დირექტორი, იმავე დროს იგი იყო სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და სწავლული მდივანი. 1933 წლიდან ლუკა ციხისთავი გადაიყვანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ ისტორიულ-ლიტერატურული ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, ხოლო 1933 წლის სექტემბრიდან კი ისტორიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. შეთავსებით მუშაობდა ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტის "ელხის" დირექტორის მოადგილედ და ისტორიის განყოფილების გამგედ. 1936 წლიდან არჩეულ იქნა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად; შეთავსებით აგრძელებდა მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ელხის" დირექტორის მოადგილედ, უნივერსიტეტის გამომცემლობაში, სიძველეთა დაცვის კომიტეტში. 20-წლიანი პატიმრობისა და გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ლუკა ციხისთავი 1957-1958 წლებში მუშაობდა თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 1958-1960 წლებში კი იყო პედაგოგიკის ინსტიტუტის ისტორიის სწავლების მეთოდიკის განყოფილების გამგე. 1961-1976 წლებში მუშაობდა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სსრკ ისტორიის კათედრის დოცენტად. სხვადასხვა დროს იგი იყო საღამოს სწავლებისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანი, წლების მანძილზე მონაწილეობდა საზოგადოება "ცოდნის" საქმიანობაში, საქართველოს პედაგოგიური საზოგადოების გამგეობის პრეზიდიუმში. ლუკა ციხისთავი პირველად 1924 წელს დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის, რაც, აგრეთვე უკავშირდებოდა ლუკას ბიძაშვილის, ლონგინოზ ციხისთავის ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმის" წევრობასა და აქტიურ მონაწილეობას; ერთი წელი ლუკა ციხისთავმა მეტეხის ციხეში დაჰყო. მეორედ, 1937 წელს დააპატიმრეს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით, მან 1937-1957 წლები საბჭოთა საპატიმროებსა და გულაგის ბანაკებში გაატარა. საყოველთაო რეაბილიტაციის გამოცხადების შემდეგ, 1956 წლის მიწურულს, ლუკა ციხისთავი განთავისუფლდა. იყო მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი-შემდგენელი. გამოქვეყნებული აქვს ისტორიის სახელმძღვანელოები საშუალო სკოლებისათვის, მეთოდური სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები და სამეცნიერო ნაშრომები XIX საუკუნის საქართველოს ისტორიაში, ისტორიის სწავლების მეთოდიკაში, საქართველოს ისტორიასა და მსოფლიო ისტორიაში და სხვ. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა სწავლებისთვის და აქტიური მუშაობისთვის მიღებული აქვს საპატიო სიგელები (1965, 1968). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1959). რეპრესირებული, შემდეგ რეაბილიტირებული. 

წყარო: amp.ka.shops-net.com

Awards and Honors

  • 1975 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1970 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"
    თავდადებული შრომისთვის
  • 1965 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • 1959 - სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშანი

Bibliography


Share: